ბარბადოსი “მეტავერსში” საელჩოს ხსნის

ბარბადოსი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც Decentraland-ის ვირტუალური რეალობის პლატფორმაზე, “მეტავერსში” საელჩოს გახსნის. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

„ჩვენ პატარა კუნძულოვანი ქვეყანა ვართ – ეს გვაძლევს საშუალებას ჩვენი დიპლომატია ფიზიკური საელჩოს დამატების გარეშე გავაფართოვოთ“, – განაცხადა კარიბის ზღვის ქვეყნების “მეტავერსიის” სტრატეგიის ხელმძღვანელმა, გაბრიელ აბედმა.

მან აღნიშნა, რომ ბარბადოსმა ციფრული ვალუტაც შეიმუშავა.

ბარბადოსი ხელშეკრულების გაფორმებას Somnium Space-თან, SuperWorld-თან და სხვა “მეტავერსულ” პლატფორმებთან აპირებს.

“მეტავერსში” ვირტუალური უძრავი ქონების ნაკვეთი რეკორდულ 2,4 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

შეგახსენებთ, კომპანია Facebook-მა სახელი შეიცვალა და Meta გახდა.

ცუკერბერგმა საზოგადოებას „მეტავერსის“ შექმნის გეგმებიც გაუზიარა. ეს გულისხმობს ონლაინ სამყაროს, რომელშიც ადამიანებს შეუძლიათ იმუშაონ, ითამაშონ და ეკონტაქტონ ერთმანეთს ვირტუალური რეალობის ყურსასმენებისა და სათვალეების გამოყენებით.

საკუთარი “მეტასამყაროს” შექმნა Microsoft-მაც გადაწყვიტა.

კომენტარები
იტვირთება...