ბარბადოსი გაერთიანებულ სამეფოს გამოეყოფა და ოფიციალურად გახდება რესპუბლიკა

ბრიტანეთის ყოფილ კოლონია, ბარბადოს ოფიციალურად გახდება რესპუბლიკა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მომავალ კვირაში ბარბადოსი მიიღებს კანონს, რომლის თანახმად, გაერთიანებული სამეფოდან გადის.

ბარბადოსმა, რომელიც ინგლისის კოლონია თითქმის ოთხასი წლის განმავლობაში იყო, დამოუკიდებლობა 55 წლის წინ, 1966 წელს გამოაცხადა. თუმცა, ბრიტანეთის დედოფალი კუნძულის სახელმწიფოს მეთაურად ოფიციალურად დარჩა.

“ამით დასრულდება კოლონიური ექსპლუატაციის ისტორია. ეს ისტორიული მომენტია“, – ამბობს ბარბადოსის ისტორიკოსი და დასავლეთ ინდოეთის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერი პროფესორი ჰილარი ბეკლსი.

ამასთან, ინფორმაციას დადებითად თავად ბრიტანეთი შეხვდა. რესპუბლიკისთვის ხელისუფლების გადაცემის ცერემონიას ბრიტანეთის გვირგვინის 73 წლის მემკვიდრე პრინცი ჩარლზი დაესწრება. ეს ცერემონია 29 ნოემბერს ქალაქ ბრიჯთაუნში გაიმართება.

ცნობისთვის, ბარბადოსში პირველი პრეზიდენტი აირჩიეს. ამ პოსტს 72 წლის გენერალ-გუბერნატორი სანდრა მეისონი დაიკავებს.

კომენტარები
იტვირთება...