ბარბადოსი ბრიტანეთის გვირგვინის დაქვემდებარებიდან გადის

კუნძულოვანი სახელმწიფო ბარბადოსი, რომელიც კარიბის აუზში მდებარეობს, აცხადებს, რომ ბრიტანეთის გვირგვინის დაქვემდებარებიდან გადის. ბარბადოსის პარლამენტმა მწვანე შუქი აუნთო ქვეყნის რესპუბლიკის სტატუსზე გადასვლას. ინფორმაციას CNW ავრცელებს.

ბარბადოსის პარლამენტმა ქვეყნის კონსტიტუციის შესწორებას მხარი დაუჭირა, რომლის თანახმად უახლოეს მომავალში ბარბადოსი რესპუბლიკად ჩამოყალიბდება.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მია მოტლინ განაცხადა, რომ კონსტიტუციის შესწორება დიდი ბრიტანეთის დედოფლის 1966 წლის ბრძანებას გააუქმებს.

ახალი კონსტიტუციით ბარბადოსი ბრიტანეთის კოლონია აღარ იქნება, თუმცა სახელწოდებას არ შეიცვლის.

კომენტარები
იტვირთება...