ბარამიძე: ზარდიაშვილი პარლამენტში მურუსიძე-ჩინჩალაძის ინტერესებს გამოხატავდა და “უსაქმოდ” არ დატოვეს

ზარდიაშვილი პარლამენტში მურუსიძე-ჩინჩალაძის ინტერესებს გამოხატავდა და „უსაქმოდ“ არ დატოვეს, – ასე პასუხობს „აიპრესის“ კითხვას „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბარამიძე, რომელსაც კითხვა პარლამენტის ყოფილი წევრის ვანო ზარდიაშვილის ახალი თანამდებობის შესახებ დავუსვით.

„რა კომენტარი უნდა ახლა ამას?! რასაკვირველია ვანო ზარდიაშვილი არის კაცი, რომელიც კავშირშია მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანთან. ამ კლანის ინტერესებს გამოხატავდა საქართველოს პარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ მას მოუხდა, პარლამენტის დატოვება, ის „უსაქმოდ“ არ დატოვეს და თბილი ადგილი მოუნახეს“, – აღნიშნა პოლიტიკოსმა.

კითხვაზე, – ის „გარჯა“ დაუფასეს, რაც მან გასწია პარლამენტში, როგორც ამას თქვენ ამბობთ? – სანდრო ბარამიძე პასუხობს: „კი. როგორც ჩანს ასეა“.

შეგახსენებთ, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ყო­ფი­ლი წევ­რი ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტი და­ტო­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­სის­ტე­მის შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნია “ენერ­გოტ­რან­სში” დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ხელფასი საკმაოდ სოლიდური იქნება და 14 000 ლარს შეადგენს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად