ბარამიძე: სამწუხაროდ, ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილის სახელის დასახელებაც ვერ მოახერხა

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ დღეს დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო”-ს დაფუძნების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

“იმედი გვქონდა, რომ ახალი მოძრაობის დაფუძნებით რეჟიმს კიდევ ერთი რეალური ოპონენტი გაუჩნდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილის სახელის დასახელებაც ვერ მოახერხა, ვინც ქვეყანაში არსებული ყველა უბედურების მთავარი მიზეზია.

მას ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ ისიც კი არ უთქვამს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს პუტინის გეგმის შემსრულებელ რეჟიმთან თანამშრომლობას. ამან ბევრი კითხვა გააჩინა. ჩვენი სურვილია, საქართველოში ყველა პროდასავლური ძალა იყო რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი, ყველამ მაქსიმალურად გვერდზე გადავდოთ ადრე არსებული დაპირისპირება და შევეცადოთ სამშობლო ამ ჭირისგან გავათავისუფლოთ“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

შეგახსენებთ, “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა სახელწოდებით “ლელო“ დააფუძნა. მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...