ბარამიძე სამხარაძეს: გავრილოვი თქვენ ჩამოიყვანეთ და ჩვენი მესიჯები ემთხვევა გავრილოვისას?!

გავრილოვი თვითონ ჩამოიყვანეს და თურმე ჩვენი მესიჯები ემთხვევა გავრილოვისას, უნამუსო მოღალატეები არიან, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე “რუსთავი 2”-ის ეთერში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ამავე ეთერში გაკეთებულ განცხადებას.

“საკმაოდ დაფარულად მიდიოდა თანამშრომლობა ამათი [ქართული ოცნების] და რუსეთის, მაგრამ უკვე 2019 წელს გავრილოვი ღიად ჩამოიყვანეს. ეს კოლექტიური გავრილოვები, რომლებიც საქართველოს ადანაშაულებენ ომის დაწყებაში და რომელთაც ჩამოიყვანეს გავრილოვი, ახლა ეთერში ვისმენდი, რომ თურმე გავრილოვის მესიჯები ემთხვევა ჩვენ მესიჯებს. თვითონ ჩამოიყვანეს გავრილოვი, დასვეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე და ჩვენზე ლაპარაკობენ, რომ გავრილოვის მესიჯები ემთხვევა ჩვენსას, ასეთი უტიფარი, მატყუარა და უნამუსო მოღალატეები არიან”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა: რუსეთისა და ჩვენი ოპოზიციის გეგმები ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს. რუსეთის ნარატივი და ოპოზიციის ერთმანეთს დაემთხვა, ისევე, როგორც ემთხვევა ხოლმე გავრილოვისა და ოპოზიციის ნარატივი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...