ბარამიძე: მელია ზედმეტად აღელდა, მაგრამ მისი პარტიიდან გარიცხვაზე არ მსმენია, ეს ყურით მოთრეული თემაა

“ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვაზე არსად არ დაწერილა და არც არსად მსმენია. ასე, რომ ყურით მოთრეულ თემებზე ნუ ვისაუბრებთ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

“რაც შეეხება მელიას პოზიციას, მიმაჩნია, რომ ზედმეტად აღელდა. ახლა თითოეულმა ჩვენთაგანმა ვისაც პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ჩვენს პარტიაში. იქნება დიდი თუ პატარა ლიდერი. პირველი, მეორე თუ მესამე რგოლის, მით უმეტეს ამ განსაცდელის ჟამს, რაც ივანიშვილმა მოუვლინა ჩვენს საზოგადოებას, როდესაც დემოკრატიული და არჩევნების გზით ხელისუფლებას შეცვლის შესაძლებლობის რწმენა დააკარგინა, ამ ვითარებაში ჩვენ უნდა გავამხნევოთ ჩვენი მომხრეები უნდა ვიყოთ მაკონსოლიდირებელი ოპოზიციისა. თუმცა, ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის განსხვავებული მოსაზრებები შეიძლება გვქონდეს რაც არაერთხელ ყოფილა”, – განაცხადა გია ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...