ბარამიძე: მადლობა ღმერთს, პატრიარქი ივანიშვილს არ ექვემდებარება და მარიხუანის 500 მილიონიან ბიზნესზე ხელი ააღებინა 

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“ივანიშვილს მარიხუანსი ბიზნესზე საპატრიარქოს ჩარევის შემდეგ უარის თქმა რომ მოუწია, მოეწონა? მადლობა ღმერთს, რომ ამის ფუფუნება არ აქვთ, რომ არ გაუწიონ ანგარიში და რომ ეს ინსტიტუცია და პატრიარქი მაინც დარჩა, რომელიც არ ექვემდებარება ბიძინა ივანიშვილს და ააღებინა 500 მილიონიან ბიზნესზე ხელი. მას არ უნდა ვინმე ჰყავდეს ისეთი, რომელიც 500 მილიონიან და მილარდიან ბიზნესზე ხელს ააღებინებს”, – განაცხადა გია ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად