ბარამიძე ხუნდაძის ინციაივაზე: უშნო ხუმრობების და მასხარაობის დრო არ არის

უშნო ხუმრობებისა და მასხარაობის დრო არ არის, – ასე პასუხობს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე “აიპრესთან” საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის იმ განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ იწყებს ხელმოწერების შეგროვებას სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასასვლელად.

“უშნო ხუმრობების დრო არ არის. სერიოზული პასუხი რა უნდა გავცეთ ამას?! სერიოზულია ახლა ეს? მაგას ხომ ასევე სჭირდება კონსტიტუციური ცვლილება და შესაბამისად მათ არ აქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, შესაბამისად ეს ინიციატივა სისულელეა.

რაც შეეხება იმას, ხომ არ უკეთებენ საზოგადოებას გამოწვევას, მე ვფიქრობ, რომ იმდენად არასერიოზულია ეს, შეუძლებელია საზოგადოებას გამოწვევა გაუკეთონ. თუ ამ მიმართულებით წავიდნენ, საზოგადოებას შემდეგ ექნება თავისი პასუხი. ამ წუთას ხუნდაძის ამგვარი მასხარაობა არ არის სერიოზული და რაიმე სერიოზულ პასუხს არ იმსახურებს”, – განაცხადა გია ბარამიძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად