ბარამიძე ივანიშვილზე: კაცი ერთხელ გამოჩნდა, ისიც რაღაც იხტუნავა, “იტიკტოკა”

“კაცი ერთხელ გამოჩნდა, ისიც რაღაც იხტუნავა, “იტიკტოკა””-ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერა მგიორგი ბარამიძემ “კურიერის” ეთერში განაცხადა.

“ამას კიდევ ემატება ივანიშვილის უტიფრობა, როდესაც უკვე მე-4 თვე მიდის პანდემიის და ხალხს ასე ეშინია გადაადგილება, ერთმანეთთან ურთიერთობა და ყველაფერი ჩაკეტილია, ახლა კარგია, რომ ნელ-ნელა იხსნება, კაცი ერთხელ გამოჩნდა, ისიც რაღაც იხტუნავა, “იტიკტოკა”, მაგრამ პარალელურად აგრძელებს ხეების თხრას და თავის ბაღში გადარგვას.

ასეთი დამოკიდებულებით, ასეთი მტკნარი ტყუილებით, რომ აი ჩვენ არ შევთანხმებულვართ პოლიტპატიმრების გამოშვებაზე, წერტილი, ჩვენ არ ვაპირებთ პოლიტპატიმრების გამოშვებას, წერტილი. მერე ამ წერტილებს იქვე უწევთ, რომ ალოკონ თვითონვე, ან სხვებმა გააბათილონ,” – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად