ბარამიძე: გუშინ ქართულმა საზოგადოებამ დანის ძალიან ბასრ პირზე გაიარა

ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ის პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

“გუშინ იყო შესანიშნავი დღე თავიდან ბოლომდე, ძალიან დაძაბული, რა თქმა უნდა. მე ვიტყოდი რომ ქართულმა საზოგადოებამ დანის ძალიან ბასრ პირზე გაიარა. განურჩევლად იმისა თუ ვინ რომელ მხარეს წარმოადგენდა. ორივე მხარემ საბოლოო ჯამში დაგვანახა ის შედეგი რომ ქართული საზოგადოება არც ისე ბრიყვია და დამონებული, როგორც ეს პუტინს და ივანიშვილს ჰგონია”- განაცხადა ბარამიძემ.

ბარამიძის თქმით შს მინისტრი გიორგი გახარია არათუ თანამდებობიდან უნდა გადადგეს, ციხეშია ჩასასმელი.

“აქ ამ აქციაზე ცუდს არავინ არ მოითხოვს. აზალგაზრდები, ქართული საზოგადოება ვიბრძვით თავისუფლებისთვის. ითოხვენ გიორგი გახარია გადაყენებას, რომელიც კი არ უნდა გადადგეს მარტო, ციხეშია ჩასასმელია რაც გავრილოვის ღამეს მან ჩაიდინა”-ამბობს ბარამიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...