ბარამიძე: გიორგი გაბუნიას ამ არაბუნებრივ და უცენზურო გამოსვლას არ ვეთანხმები

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერიმ გიორგი ბარამიძე “რუსთავი 2” -ის წამყვანის გიორგი გაბუნიას მონოლოგს აფასებს და ამბობს, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება.

“მიუხედავად იმისა, თუ რას ვფიქრობ ჩვენს მტერ პუტინზე, გიორგი გაბუნიას ამ არაბუნებრივ და უცენზურო გამოსვლას არ ვეთანხმები.

ყველას მეტი ზომიერება და სიფრთხილე გვმართებს.” – წერს გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში.

გაბუნიას გამოსვლას აფასებს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩუგოშვილიც.

ვუყურებ რ2 პ.ს. სიუჟეტს. ცოტა მეცოდება კიდეც ჟურნალისტი, ასეთი სამარცხვინო დავალებები რომ უნდა შეასრულოს.

ბოდვა სწორი შეფასება იყო ამ ყველაფრის” – წერს თამარ ჩუგოშვილი გიორგი გაბუნიაზე.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში უშვერი სიტყვებით აგინა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად