ბარამიძე “ევროპულ საქართველოს”: სახელმწიფო ბრალდებას ახმოვანებთ თუ მელიას გვერდით დგახართ?

“სახელმწიფო ბრალდებას ახმოვანებთ და მათ აზრს იზიარებთ, თუ ნიკას გვერდით დგახართ?”,-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე “ევროპული საქართველოს“ წევრისგან ოთარ კახიძისგან განმარტებას ითხოვს. ამის შესახებ გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ევროპულმა საქართველომ” უნდა გააკეთოს განმარტება, ის რაც ოთო კახიძემ ნიკა მელიას მისამართით განაცხადა, არის მისი პირადი აზრი, რასაც პარტია ასევე საჯაროდვე (იმედია) გაემიჯნება, თუ იზიარებთ რომ ნიკა მელიამ რამე დააშავა როცა ხალხს “მშვიდობიანად” და “ხელებაწეულებს” პარლამენტის ეზოში შესვლისკენ მოუწოდა?

რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ამ მნიშვნელოვან ფაზაში ეს ძალიან პრინციპული საკითხია, სახელმწიფო ბრალდებას ახმოვანებთ და მათ აზრს იზიარებთ, თუ ნიკას გვერდით დგახართ?’,-წერს გიორგი ბარამიძე.

შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძემ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის ტექსტი დაწერა ““გავრილოვის ღამის” მოწყობაში დამნაშავეა ხელისუფლება, მელიას მოწოდება უპასუხისმგებლობაა”, რაც სრულად გაიზიარა ” ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამაც ““მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო, “ნაცმოძრაობა“ ამ სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს”

აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა სადაც ის “ევროპული საქართველოს” წევრს, ოთო კახიძეს მიმართავს და კიდევ ერთხელ შეახსენებს რომ ის განცხადებები, რაც მან იმ დღეებში გააკეთა სრულიად აქვს გააზრებულიც და გასიგრძეგანებულიც. შესაბამისად ნიკა მელია, ოთარ კახიძეს მოუწოდებს, ფრთხილად იყვნენ ვინაიდან “ცალკე მწვადის, ცალკე შამფურის გაფრთხილებაში, თეთრი ხელთათმანები არ გაგვემუროთ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...