ბარამიძე: ეს კოჭლი დოკუმენტი იმის შედეგია, რომ რაღაცა მომენტში “ქართულმა ოცნებამ” შეძლო გაეტეხა ეს ოპოზიცია

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე “ტვ პირველთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ოპოზიციას ერთიანობა რომ შეენარჩუნებია, ბევრად უკეთესს შეთანხმების დოკუმენტს მიიღებდნენ.

“ეს ცუდი დოკუმენტი, კოჭლი დოკუმენტი რაც არის მიღებული არის იმის შედეგი, რომ რაღაცა მომენტში შეძლო “ქართულმა ოცნებამ” შეძლო გაეტეხა ეს ოპოზიცია, ყველაზე ვერ ვიტყვი, ნაწილი შეიძლება შეცდა, მაგრამ ნაწილი პირდაპირ იყიდეს კიდევაც. მე ახლა არ მინდა სახელების და გვარების ჩამოთვლა, თუმცა კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება ვინ შეეკრა პირდაპირ. ახლაც საკმაოდ კარგად ჩანს. ვინ ლაპარაკობს ქართული ოცნების მესიჯებით ძალიან კარგად ჩანს, კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება. რომ ყოფილიყო ერთიანობა, კიდევ უფრო კარგ დოუმენტს მივიღებდით. როგორც თავის დროზე რომ გველაპარაკებოდნენ, რომ დამთარდა ეს დოუმენტიაო, აი რომ ჩამოვიდა დანიელსონი და წავიდა… მერე რომ მაინც ვიდექტიღ პრინციპულად, შემდეგ ისევ მოუხდათ განახლება მოლაპარაკებების. აი რომ ვყოფილიყავით პრინციპულები და ერთიანი ბერვად უკეთესს დოკუმენტს მივიღებდით”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...