ბარამიძე: ჩვენს დროს რომ გამოქვეყნებულიყო ეს კადრები, როგორ დავსჯიდით, მაგასაც ნახავდით

"თუ ჩვენი ხელისუფლების დროს ვიღაცა იღებდა ფარულად ვიდეოებს და როგორც ჩანს იღებდა, მაგრამ ისე ხდებოდა, რომ ის არ გამოქვეყნებულიყო, ხო?

რომ არ გამოქვეყნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ცუდია, რომ ვიღაც იწერდა, ეს კრიმინალია, დასაჭერია და უღირს საქციელს სჩადიოდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არ გამოქვეყნებულა“ – საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლდერი გიორგი ბარამიძე "აიპრესთან" ფარული ჩანაწერების გადაღება-გავრცელებაზე საუბრობს.

გიორგი ბარამიძე: "აქ ხაზგასასმელი ის არის, რომ სწორედ ივანიშვილის მეთოდია ეს, ისევე როგორც რუსეთშია ოლიგარქების და პუტინის მეთოდი. არის ამგვარი მეთოდი, ჩანაწერებით ბრძოლა პოლიტიკურ ოპონენტებთან და როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, სწორედ ჩანაწერებით დაიწყო ბრძოლა, მათ შორის დადგმული სცენებით, აი ამ ცოცხებით და ასე შემდეგ. რაღაცა სიმართლეც იყო, მაგალითად პატიმრების ცემა, რაც საშინელება იყო, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ამ პატიმრების ცემაში იყვნენ ეჭვმიტანილები, ბედუკაძის მეთაურობით, ეს ბასტი და ბუბუ რომ ჰქვიათ ზედმეტსახელებად, ესენი საერთოდ გარეთ არიან. ბედუკაძე მაღალანაზღაურებად სამსახურში გაამწესეს და ხაინდრავას კონსულტანტია, ჩვენზე რომ ფილმს იღებენ. ივანიშვილის ფულით ხდება ამ ფილმის გადაღება, ბატონი ხანიდრავა იღებს "ნაციონალური მოძრაობის სისხლიან 9 წლიან მართველობაზე" ფილმს, იცით ალბათ და ბედუკაძე ყავს კონსულტანტად…

-ხშირად აკრიტიკებთ ხელისუფლებას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებთან დაკავშირებით. რამდენჯერაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამ თემაზე  აკეთებს კომენტარს, იმდენჯერ კონტრ პასუხად გეუბნებიან, რომ ეს კადრები  სწორედ თქვენი ხელისუფლების დროსაა გადაღებული და რატომ მაშინ არ აპროტესტებდითო. თუ შეგიძლიათ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მუდმივად გახსენებთ ამ ფაქტს, გასცეთ პასუხი?

-რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს გეტყვით: ჯერ ერთი, თუ ვინმე ამას აკეთებდა ჩვენი ხელისუფლების დროს, ამ ფაქტმა ყველაზე მეტად ჩვენ დაგვაზარალა და ჩვენი ხელისუფლების ყველაზე დიდი მტრები სწორედ ის ადამიანები აღმოჩნდნენ. აღმოჩდნენ მტრები თითეული ჩვენთაგანის, მათ შორის იმათი,  ვისაც იწერდნენ  ჩვენი ხელისუფლებიდან. იცის საზოგადოებამ, მათ შორის გიგიზე და მის მეუღლეზე არის ასეთი ფაქტი.

მეორე, თუ ესეთები იყვნენ, ვინც იყვნენ, ყველანი გადმოილოცა ამ ხელისუფლებამ. ხელისუფლების მტკიცება, რომ ამ ადამიანების ქმედება მიუღებელია, არის აბსოლუტური ცინიზმი და ფარისევლობა, იმიტომ რომ მაშინ ეს ადამიანები ციხეში უნდა ჩაესვათ და არა თანამდებობები დაეტოვებიათ და ზოგი დააწინაურეს კიდეც, ლოგიკურია ხო? როცა ვიღაცის საქციელი არ მოგწონს, იმას თანამდებობას კი არ უნარჩუნებ ან აძლევ, არამედ პასუხს აგებინებ, შესაბამისად ამ ადამიანების ლაპარაკი, რომ არ მოსწონდათ ჩანაწერები არის აბსოლუტურად არაგულწრფელი.

-რომელი დააწინაურეს ასეთი, ან ვინაა ისევ ხელისუფლებაში, შეგიძლიათ კონკრეტულად დაასახელოთ?

-უშიშროებაში მე ხო არ ვიცი კონკრეტულად ვინ აკეთებდა, მაგრამ ის ადამიანები, ვინც ამით იყო დაკავებული, ფაქტია დატოვეს, ამას თვითონაც არ უარყოფენ, ამაზე ყოფილი თავდაცვის მინისტრი ლაპარაკობს ამ ხელისუფლების, ირაკლი ალასანია, რომელიც ორი წლის განმავლობაში იყო თავდაცვის მიისტრი. ამას ნაციონალური მოძრაობა ან მე ხომ არ ვლაპარაკობ? ამ ხელისუფლებაში 2 წლის განმავლობაში  მომუშავე თავდაცვის მინისტრი საუბრობს, ანუ იმას დაეჯერება.

ხოლო მესამე, გავიხსენოთ კონკრეტული ფაქტები ამ ხელისუფლების დროს ადამიანების ჩაწერისა, „რუსთავი 2“-ის გადაღებისა, არავინ დასჯილა, კონკრეტული სახელი და გვარი არის ცნობილი, ბატონი ხვედელიძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც კონკრეტულ ჟურნალისტს ატერორებდა და აშანტაჟებდა. ესეც ხო კონკრეტული ფაქტია, ეს თვითონ აღიარეს.

-ხვედელიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

-ხო, რომელიც კი არ დაიჭირეს, თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ეს ადამიანი იყო დასაჭერი, რადგან ამგვარი კადრების გამოქვეყნებით, ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანო შეიძლება.

ამ შემთხვევაში ამ ხვედელიძემ გადაიღო კიდევაც და გაავრცელა კიდევაც. ბატონი ხვედელიძე, არ იყო ვიღაც ადამიანი, იყო პოლიტიკური თანამდებობის პირი, , შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.  ეს ადამიანი ერთი დღე ციხეში არ მჯდარა, ნაცვლად იმისა რომ უმკაცრესად დასჯილიყო. ამ ხელისუფლების დროს ჩაიწერა ის ჟურნალისტი და ამ ხელისუფლების დროს გამოუქვეყნა ჟურნალისტს მისი ჩანაწერები. ჩვენი ხელისუფლების დროს ეს არ მომხდარა.

ქალბატონი ეკა მიშველაძეც ადასტურებს, რომ  ამ ხელისუფლების დროს ხდებოდა მასზე ჩანაწერები. იგივეს ამბობს ალექსი პეტრიაშვილიც, რომელიც ამ ხელისუფლების მინისტრი იყო 2 წლის განმავლობასი.

ასე რომ, თუ ვსაუბრობთ ვინმეს მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების ჩაწერა, გამოქვეყნებასა და შანტაჟზე, სწორედ ამ ხელისუფლების დროს, ამ 4 წლის განმავლობაში მოხდა.

ასევე, გაგახსენებთ ერთ მნიშვნელოვან საქმეს, ე.წ ჰაკიმ ფაშას სახელით გამოქვეყნებულ სურათებს, რომლებიც  საქართველოში, ერთ-ერთ ყველაზე დაცულ კაბინეტში, ყველაზე დაცულ სეიფში ინახებოდა მხოლოდ და უი, გამოხტნენ ამ სეიფიდან და ვინმე „ჰაკიმ ფაშას“ ჩაუვარდა ხელში, რომელმაც ასე აქტიურად გამოუქვეყნა ხელისუფლებას ეს.

ჩვენს დროს, ამგვარი მასალები არ გამოქვეყნებულა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს ჩანაწერები იყო, მაგრამ არ გამქვეყნებულა. ახლა კი, ამგვარი მასალების გამოქვეყნებით უამრავი ადამიანი სიკვდილის პირას მიიყვანეს , ჩვენს დროს ეს გამომზეურებულიყო ჩვენ როგორ დავსჯიდით მაგას დაინახავდა საზოგადოება.

ბუნებრივია, როდესაც ხელისუფლებაში ხარ, ქვეყანაში რაც ხდება, კარგიც და ცუდიც, ყველაფერზე პასუხისმგებელი ხარ. მნიშვნელოვანი ისაა, როგორ რეაგირებ ამაზე, როცა ასეთი ფაქტები გამომჟღავნდა ჩვენმა ხელისუფლებამ დააპატიმრა ასეთი ადამიანები და ამათმა ხელისუფლებამ გამოუშვა. ამის მიხედვით უნდა იმსჯელოს საზოგადოებამ, რომელი ხელისუფლება როგორ რეაგირებს ასეთ საშინელ დანაშაულზე.

-ბატონო გიორგი, თქვენ გამორიცხავთ იმ ფაქტს რომ ვინც თავის დროზე ჩაიწერა ეს ყველაფერი, იმას ასლები თან რომ ჰქონდეს წაღებული?

-მე არაფერს გამოვრიცხავ, სწორედ ეს არის დანიშნულება სამართალდამცავი ორგანოების, რომ უსწრაფესად იყოს ეს ადამიანები ნაპოვნი.  ეხლა რომ 5 ადამიანს ბრალი წაუყენეს ესენი არაფერ შუაში არ არიან ამ მასალების გამოქვეყნებასთან, რომელზეც ახლა სკანდალია. ანუ დღემდე ადამიანები, რომლებმაც ეს მასალები გამოაქვეყნეს არის ხელისუფლებისთვის უცნობი ძველი რაღაცეები ამოქექეს.

-ფაქტია, საერთო ჯამში, ჩამწერის და გამავრცელებლის გამო ზარალდება ქვეყანა და ქვეყნის იმიჯი, მითუმეტეს ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენების წინ. ეს შეიძლება მისაღები იყოს ოპოზიციისთვის?

-რა თქმა უნდა, არა.  ქვეყანა რომ ზარალდება მაგიტომაა სისხლის სამართლის დანაშაული, მარტო ერთი ადამიანი რომ ზარალდებოდეს, მაშინ სხვა ტიპის დანაშაული იქნებოდა, ამით მთელი საზოგადოება ზარალდება და ამიტომ ვამბობთ უკვე 4 წელია, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს თუ ვინმე ცუდს აკეთებდა დავიჭირეთ ის ადამიანები.  ხელს ნუ  დააფარებენ, მაღალანაზღაურებად სამსახურს  ნუ მისცემენ და თავზე ხელსნუ გადაუსვამენ, რატომ არ იჭერენ ასეთ ადამიანებს?

-ალბათ, მეგის ქარდავასა და ლევან ქარდავას იმიტომ ვერ იჭერენ, რომ  გაიქცნენ საქართველოდან.

სხვები, რომლებიც ახლა ჩამოგითვალეთ რატომ არ დაიჭირეს? ვინც საზღვარგარეთაა წასული და ეჭვი აქვთ, ეგ კარგი, მაგრამ ვინც ხელში ჰყავდათ, ისინი რატო გაუშვეს? ადამიანის წამებაზე დაჭერილები რატო გაუშვეს? უკვე დაჭერილი ადამიანები ადამიანების მოსმენაზე რატო გაუშვეს? რატო დაასაქმეს სხვა სტრუქტურებში?

სწორედ ამგვარი მეთოდებით მოვiდნენ და ამგვარ მეთოდებს იყენებენ, ასევე თვითონვე ხელს აწერენ თავიანთ უნიათობას და არაკომპეტეტნტურობას. ერთდროულად არიან უზნეოებიც, რადგან ან ტყუილი ბრალდებებით იყვნენ დაკავებულები და სერიოზული ბრალდებით დაკავებულს ხელი დააფარეს. თუ ისინი არ იყვენ დასაჭერები, ვინც ამათმა გაათავისუფლეს, მაშინ ვერავინ ვერ დაუჭერიათ და მაშინ უნიათო და არაკომპეტენტურები არიან. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...