ბარამიძე: ამომრჩეველს გული არ უნდა გავუტეხოთ, ხალხის ნდობა უნდა შევინარჩუნოთ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ თუ პარტია პარლამენტში შევა ამით ის მხარდამჭერების ნდობას დაკარგავს.

“ხალხი გიყურებს, რასაც ამბობ იმას თუ აკეთებ. თუ ჩვენ 6 თვის განმავლობაში ვეუბნებოდით, რომ თქვენს ხმებს დავიცავთ, ეს არის არალეგიტიმური პარლამენტი და არ შევალთ. ახლა ხალხის ნებართვის გარეშე რომ ავდგეთ და შევიდეთ, რაღაც ვიწრო წრის გადაწყვეტილებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხთან მისასვლელი პირი აღარ გექნება. როგორ უნდა მიხვიდე არჩევნებზე და რამე თხოვო ხალხს, გეტყვის ხალხი, შენ არ იყავი რომ მებნებოდი არალეგიტიმურიაო და მაინც შებრძანდიო, რატო უნდა დავიჯეროთ შენიო. ამის თქმის საშუალება არავის არ უნდა მივცეთ, გული არ უნდა გავუტეხოთ. სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობია. ამიტომ უნდა შეინარჩუნო ხალხის ნდობა”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...