ბარამიძე: ამ უღირსი და უგვანო მოსამართლეების დაწინაურების მცდელობა სამართლიან აღშფოთებას იწვევს

ამ უღირსი და უგვანო მოსამართლეების დაწინაურების მცდელობა სამართლიან აღშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ “აიპრესს” “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბარამიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ის გეგმავს, რომ კენჭისყრის პარალელურად გამართული აქციაში მონაწილეობა მიიღოს.

„კი, იგეგმება აქცია კენჭისყრის პარალელურად. მე ვაპირებ, რომ ამ აქციაში მონაწილეობა მივიღო. იმიტომ, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ მოქალაქეებს შეგვიძლია გავაკეთოთ და გამოვხატოთ აქტიური პროტესტი ამ უმსგავსობის წინააღმდეგ. „ქართულ ოცნებას“ არაერთი უმსგავსობა ჩაუდენია, განსაკუთრებით ბოლო წლებში, მაგრამ ამ უღირსი და უგვანო მოსამართლეების დაწინაურება, ყოველ შემთხვევაში მცდელობა, რაც ბოლო ერთ წელში მიმდინარეობს, რომ უზენაესი სასამართლო დაკომპლექტდეს ასეთი მოსამართლეებით, ბუნებრივია იწვევს მოქალაქეების სამართლიან აღშფოთებას. მათ შორის ჩვენში, პროფესიით იურისტებში, რომლებმაც ზუსტად ვიცით სხვადასხვა საქმეებიდან გამომდინარე – ვინ არის ეს ხალხი და რას წარმოადგენს, რა ფასეულობები გააჩნიათ, უფრო სწორად არანაირი ფასეულობები არ გააჩნიათ და ა. შ”, – განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

შეგახსენებთ, უზენაესის სასამართლოს უვადო მოსამართლეებად წარდგენილი 20 კაციანი კანდიდატების სიას პარლამენტი კენჭისყრაზე მიმდინარე სასესიო კვირაში დააყენებს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად