ბარალეთის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა


გლდანის რაიონში ბარალეთის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულებულია. სამუშაოები 2013 წლის ივნისში შპს "გზატკეცილი +" -მა დაიწყო, თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კომპანიამ სამუშაოების გაგრძელება ვეღარ შეძლო, რის გამოც 2014 წლის ივნისში ის კომპანია "ჰერიომ" ჩაანაცვლა.

ბარალეთის ქუჩის რეაბილიტაცია "ჰერიომ" ცოტა ხნის წინ დაასრულა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 500 კვადრატული მეტრზე მიმდინარეობდა და მასზე 246 402 ლარი დაიხარჯა.

პროექტის მიხედვით, გზა კაპიტალურად შეკეთდა. მოეწყო გრუნტი, საფუძვლისა და საფარის ქვედა და ზედა ფენები, ტროტუარები და ბორდიურები.

კომენტარები
იტვირთება...