ბარაკ ობამამ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ Sony Pictures-ზე განხორციელებული კიბერშეტევის გამო, ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობის წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციები დააწესა,-ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს უკავშირდება.

“ეს ნაბიჯი ასახავს აშშ-ის დამოკიდებულებას – პასუხი აგებინოს ჩრდილოეთ კორეას მის დესტრუქციულ და რეპრესიულ ქმედებებზე, კერძოდ, აშშ-ის კიბერუსაფრთხოების დარღვევებზე და ამერიკული კომპანიების დაშინებაზე, რომლებიც სიტყვის თავისუფლების უფლებით სარგებლობენ”,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ობამას განკარგულების თანახმად, სანქციაში 3 ორგანიზაცია და 10 მთავრობისწარმომადგენელი მოხვდა. კერძოდ, სანქციები ჩრდილოეთ კორეის დაზვერვის გენერალურ ბიუროს შეეხო. სანქცია ასევე თავდაცვითი შეიარაღებისა და ბალისტიკური რაკეტების მწარმოებელ კომპანიებს შეეხოთ.

სანქციები აშშ-ის მოქალაქეებს უკრძალავს აღნიშნულ კომპანიებთან ბიზნეს საქმიანობას, ხოლო სიაში მოხვედრილ ადამიანებს აშშ-ში არსებული საბანკო ანგარიშები დაებლოკათ.

შეგახსენებთ, Sony Pictures-მა გამოუშვა ფილმი “ინტერვიუ”, სადაც სიუჟეტის თანახმად, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ფილმში ჩრდილოეთ კორეაში არსებულ ვითარებას და მის ლიდერს მსახიობები დასცინიან. კომპანიაზე განხორციელებული კიბერშეტევა აშშ-ში სწორედ ჩრდილოეთ კორეას დაუკავშირეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...