ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უდავოდ უკეთესები არიან

მსოფლიოს ყველა ქვეყანას ქალები რომ მართავდნენ, ცხოვრების დონე მთლიანობაში გაუმჯობესდებოდა. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ს 44-ე პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა.

როგორც მან სინგაპურში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ქალები სრულყოფილი არ არიან, ისინი “უდავოდ უკეთესები არიან”, ვიდრე კაცები.

ობამამ აღნიშნა, რომ მსოფლიოში პრობლემების უმეტესობას ასაკოვანი ადამიანები ქმნიან, ძირითადად, კაცები, რომლებიც ძალაუფლებას ემორჩილებიან.

შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტმა ასევე პოლიტიკურ პოლარიზაციასა და სოციალური ქსელების  ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის გამოყენებაზე ისაუბრა.

დახურული ღონისძიების დროს, ობამამ აღიარა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მან ბევრი იფიქრა იმაზე, თუ როგორი იქნებოდა სამყარო, თუ მას ქალი მართავდა.

“ქალებო, მინდა გითხრათ, რომ თქვენ სრულყოფილი არ ხართ, მაგრამ ამავე დროს, თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ ჩვენზე უკეთესი ხართ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თუ რამდენიმე წლის განმავლობაში დედამიწის ყველა ქვეყანას ქალები უხელმძღვანელებენ, ყველაფერში მნიშვნელოვან ცვლილებს დავინახავთ, ცხოვრების დონიდან სხვა მაჩვენებლებამდე”,-განაცხადა ბარაკ ობამამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად