ბარაკ ობამა: ჩვენ გვჭირდება ძლიერი რუსეთი

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გაეროს 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ სამყაროს სჭირდება ძლიერი და დიპლომატი რუსეთი, რომელიც ითანამშრომლებს და ინვესტიციებს განახორციელებს სხვა ქვეყნებთან ერთად.

"ჩვენ ვხედავთ ღრმა, კომპლექსურ ურთიერთობას, რომელიც უკრაინასა და რუსეთს შორის არსებობს. ჩვენ ვერ მივემხრობით იმ აგრესიას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს. მსგავს საქციელებს მოყვება შედეგიც. სწორედ ესაა მიზეზი იმ სანქციებისა, რაც რუსეთის მიმართ განვახრციელეთ. თქვენ შორის არიან პოლიტიკოსები და კომენტატორები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი რუსეთის მიმართ, ახლა კი შეგიძლიათ აშკარად დაინახოთ, რომ ახალი ცივი ომი ჩვენ წინაშეა. შეხედეთ რეზულტატს… უკრაინელი ხალი ევროპით უფრო დაინტერესებულია, ვიდრე რუსეთით.

წარმოიდგინეთ, რა მოხდებდა რუსეთი დიპლომატი ქვეყანა რომ იყოს, ეს არა მარტო უკრაინისათვის, არამედ რუსეთისთვისაც უკეთესი იქნებდა და მთელი მსოფლიოსთვისაც. ჩვენ არ გვინდა იზოლირებული რუსეთი, ჩვენ გვინდა ძლიერი რუსეთი, რომელიც ითანამშრომლებს და ინვესტიციებს განახორციელებს ჩვენთან ერთად, რათა ერთად გავაძლიეროთ საერთაშორისო სისტემა", – განაცხადა ბარაკ ობამამ.

კომენტარები
იტვირთება...