ბარაკ ობამა 2020 წელს მემუარებს გამოსცემს

ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მემუარებს გამოსცემს. ინფორმაციას სააგენტო Associated Press ავრცელებს.

საგამომცემლო სახლმა Penguin Random House-მა 7 მაისს უცხოელი პარტნიორები და სხვები გააფრთხილა, რომ ბარაკ ობამას წიგნი წელს არ გამოიცემა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს 44-ე პრეზიდენტმა წიგნი იმავე ტექნიკით დაწერა, როგორც მისი პირველი საუკეთესო გაყიდვადი წიგნი „მამაჩემის ოცნებები”.

ბარაკ ობამამ და მისმა მეუღლემ მიშელ ობამამ წიგნის გამოცემის შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2017 წელს მოაწერეს. მიშელ ობამას წიგნი გასულ წელს გამოვიდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკურ მემუარებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნი გახდა.
ამერიკის შეერთებულ შტატების ყოფილი პირველი ლედის წიგნის 10 მილიონზე მეტი ეგზემპლარი მთელ მსოფლიოში გაიყიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად