ბაქრაძის პასუხი პრემიერს: ვიზალიბერალიზაციის ერთადერთი საფრთხე მთავრობის ქმედებებია

“ნაციონალურ მოძრაობაში” ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრისა და თეა წულუკიანის ბრალდებებს ეხმაურებიან. როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, ერთადერთი საფრთხე, რომელიც ვიზალიბერალიზაციას ემუქრება მთავრობის ქმედებებია.

“ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უსწრაფეს გადაწყვეტილებას ვიზა ლიბერალიზაციაზე, ვინაიდან ეს ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა ღარიბაშვილის მთავრობას. მაგრამ უნდა გვესმოდეს, დღეს ვიზა ლიბერალიზაციას ემუქრება ერთადერთი რეალური საფრთხე და ეს საფრთხე მთავრობის ქმედებებია ქვეყნის შიგნით და მთავრობის მცდელობა, ხელში ჩაიგდოს რუსთავი 2.

ეს არის დღეს საფრთის წყარო და ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს პრობლემა გადააბრალონ ოპოზიციას, არის უბრალოდ ტრაგიკომიკური და ღირსეულ ადგილს დაიკავებს გადაბრალებების და ტყუილების იმ გრძელ ჯაჭვში, რომლითაც ეს ხელისუფლება კვებავს ჩვენს მოსახლეობას მეოთხე წელია, ნაცვლად გაკეთებული საქმისა და შესრულებული დაპირებებისა”,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...