ბაქრაძე: თვითდინებაზე და უპატრონოდ მიშვებულ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ვალუტა უფასურდება

“საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც არ გააჩნია არანაირი გეგმა და ხედვა, სად მიჰყავს ქვეყანა “,-ამის შესახებ ევორპული საქართველოს წევრმა, დავით ბაქრაძემ “კურიერთან” ლარის გაუფასურეაბზე საუბრისას განაცხადა,

“2010 წელს, როდესაც მთელი თბილისის ცენტრი იყო პარალიზებული გალიებით, მაშინდელი ოპოზიციისგან, სამი თვის მანძილზე პრაქტიკულად, ვერც პარლამენტი ფუნქციონირებდა და ვერც ბევრი სხვა სახელმწიფო ინსტიტუტი და ლარის კურსი დოლართან იყო 1.7. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ რუსული აგრესიის დროსაც კი, ლარი არასდროს არ ასულა 2.9-ზე, როგორც ეს არის ამ დღეებში. ამიტომ, მიზეზი სინამდვილეში, არის სულ სხვა.

მიზეზი არის ის, რომ დღეს საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც არ გააჩნია არანაირი გეგმა და ხედვა, სად მიჰყავს ქვეყანა და თვითდინებაზე და უპატრონოდ მიშვებულ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ვალუტა უფასურდება. დღეს საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომლის კორუფციის და ნეპოტიზმის გამო, შემცირდა ინვესტიციების შემოდინება და შემცირებული ინვესტიცია, რა თქმა უნდა, ურტყამს ლარს,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...