ბაქრაძე თალაკვაძეს: სანამ “ოცნება” კრიზისიდან გამოსასვლელად ნაბიჯებს არ გადადგამს, საპარლამენტო პროცესი არ იარსებებს

ასე უპასუხა “ტვ პირველის” ეთერში “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, რომელმაც ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში დაბრუნებისა და საპარლამენტო საქმიანობისკენ ჩართვისკენ მოუწოდა.

“საპარლამენტო პროცესი და დემოკრატია ქვეყანაში არ არსებობს და არ იარსებებს, მანამ, სანამ ქართული ოცნება არ გადადგამს ნაბიჯებს იმ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელშიც თვითონ შეიყვანა ქვეყანა. ქართული ოცნება არ ასრულებს მთავარ დაპირებას და იძახის, რომ არ გადავალთ პროპორციულ სისტემაზე და არ გვექნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ქართული ოცნება აიგნორებს საერთაშორისო პარტნიორებს და ქუჩაში საპროტესტოდ გამოსულ ადამიანებს. იყენებს პოლიციისა და სპეცრაზმის ძალას ადამიანების წინააღმდეგ. ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე გვიცხადებს, რომ იცით რა? საპარლამენტო პროცესია, დემოკრატიაა და შემობრუნდით პარლამენტში”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად