ბაქრაძე სუბსიდირებაზე: ეს ინიციატივა იყო “ევროპული საქართველოს” ანტიკრიზისული გეგმის შემადგენელი

ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ “ფორმულასთან” საუბრისას განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, ხელისუფლებამ, გვიან დაიწყო კონკრეტულ ინიციატივებზე საუბარი.

” კომუნალურების გაცემა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. კარგია რომ დაგვიანებით, მაგრამ ხელისუფლებამ დაიწყო კონკრეტულ ინიციატივებზე საუბარი. ეს ინიციატივა იყო ევროპული საქართველოს ანტიკრიზისული გეგმის შემადგენელიც. მიგვაჩნია რომ ეს არასაკმარისია.”-ამბობს ბაქრაძე.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის სხდომის შემდეგ გაკეთებული განცხადების თანახმად, მოქალაქეები, რომლებიც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მეტრ კუბზე ნაკლებ გაზს მოიხმარენ, გადასახადს არ გადაიხდიან. ამაზე თანხა ბიუჯეტიდან გამოთავისულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად