ბაქრაძე: სტალინის სურათის ჩამოკიდებას როცა აღარ მოგვთხოვენ, მაშინ ვიქნებით გამარჯვებულები

"ჩვენ გამარჯვებულები ვიქნებით მაშინ, როცა ხელისუფლებიდან არავინ გვეტყვის, რომ თურმე სტალინის სურათები დავიკიდოთ ოთახებში და ამის მაგივრად, შეუქცევადად წავალთ ევროპასა და NATO-ში", – ამის შესახებ "ნაციონალურ მოძრაობის" ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, დღეს ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელსაც თავი შეუცდომელი ჰგონია. თუმცა, ბაქრაძე მიიჩნევს, რომ არ არსებობს შეუცდომელი ადამიანი და ხელისუფლება. შეცდომებზე საუბარი კი სიძლიერეა და არა სისუსტე. 

"ჩვენ გამარჯვებულები ვიქნებით მაშინ, როცა გავითვალისწინებთ წარსულის შეცდომებს და ამაზე ვისაუბრებთ ღიად. არ არსებობს შეუცდომელი ადამიანი, ხელისუფლება.  ვისაც შეუცდომელი ჰგონია თავი, იმ ადამიანის გეშინოდეთ. დღეს ასეთი ადამიანი მართავს ქვეყანას" – აღნიშნა ბაქრაძემ. 

მან ამომრჩეველს პირობა მისცა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მისი პარტია მოახდეს ბიზნესის დეკრიმინალიზაციას.

"არავის უნდა ეშინოდეს, რომ საბუღალტრო შეცდომებისთვის, ვიღაც ციხეში მოხდება".   

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად