ბაქრაძე: საკმარისია ამერიკელებმა ხელი ჩაიქნიონ ჩვენზე, ხვალ რუსეთი გადაგვყლაპავს

ასე აფასებს, “ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების პერსპექტივებს “ფორმულაში”

“მაღალი ალბათობით დასავლეთიდან იქნება რეზოლუცია, მაგრამ ეს მხოლოდ საფრთხის ხილული ნაწილია. არსებობს აისბერგის უხილავი ნაწილი, რომელიც ბევრად საშიშია.

ჩვენი ქვეყანა დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ერთადერთი რაც რუსეთს აჩერებს, რომ ბოლომდე არ შეგვჭამოს, როგორდ დამოუკიდებელი ქვეყანა არის ამერიკისა და ევროპის მხარდაჭერა.

ამიტომ საკმარისია ამერიკელებმა უბრალოდ ხელი ჩაიქნიოს ჩვენზე, და თქვა რომ ამ ხალხისგან არაფერი გამოვა, რატომ მოვიკლათ თავი, რატომ შვიქმნათ პრობლემები რუსეთთთან. ხვალ რუსეთი გადაგვყლაპავს და საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, აღარ იქნება”,-აღნიშნა ბაქრაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად