ბაქრაძე: რ2-ის ბედი არ წყდება ბატონი სალიას მიერ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის თამაში

ამის შესახებ,”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“რასაც არ უნდა იძახდეს დღეს ბატონი პაატა სალია, ყველას კარგად გვესმის რომ “რუსთავი 2”-ის ბედი და სარედაქციო პოლიტიკის ბედი არ წყდება ბატონი სალიას მიერ, არც ხალვაშის მიერ, ეს არის ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის თამაში.

რა თქმა უნდა, ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებია, ერთ-ერთი გზა, რომლითაც ამ საფრთხის შემცირებას შეიძლება ის წინადადება რომელიც წამოვიდა არასამთრობო ორგანიზაციებისგან და “რუსთავი ორისგან შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო”,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, ქიბარ ხალვაში ჟურნალისტებს საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე უარს ეუბნება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...