ბაქრაძე: ქართული სახელმწიფოს სახე, ფასდება იმითი როგორ ვზრუნავთ რუსული აგრესიის მსვერპლზე

სენაკში, სამხედრო დასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა მძიმე სოცილურ პრობლემებზე საუბრობს. ’’ევროპული საქართველოს’’ ლიდერი დავით ბაქრაძე სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს პირადად შეხვდა. დევნილები დავით ბაქრაძესთან საუბარში ამბობენ,რომ ანტისანიტარია არსებულ დასახლებაში, კანალიზაცის და სახურავის პრობლემაა.

მოსახლეობის თქმით, ერთი თვის წინ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა ამ დრომდე უყურადღებოდ არიან დარჩენილები.დავით ბაქრაძე მოუწოდებს ხელისუფლებას მოუგვაროს, ელემენტალური პრობლემები რაც ასე მძიმედ აწუხებთ დევნილებს. დავით ბაქრაძის განცხადებით “ევროპული საქართველო” უახლოეს მომავალში პარამენტში შეიტანს ინიციტივას რაც ითვალსწინებს დევნილებისთვის საბინაო პირობების გაუმჯობესებას და მათი პრობლემების მოგვარებას.

დავით ბაქრაძის განცხადებით : – “მინდა კატეგორიულად მოვუწოდო ხელისუფლებას,მიხედოს აქ მცხოვრებ დევნილებს მოუგვაროს ის ელემენტარული პრობლემა,რაც ასე მძიმედ აწუხებთ მათ. რაც შეეხება ჩვენი პოლიტიკური პარტიის გეგმებს “ევროპული საქართველოს” ინიციატივა უახლოეს მიმავალში შევიტანოთ პარლამენტში ,ეს იქნება დევნილების დახმარების გაორმაგება,საბინაო პირობების გაუმჯობესება და მსგვსი პრობლემების მაქსიმალურად მოგვარება. თითოეული იმ დევნილისთვის,რომელიც დღეს ცხოვრობს მძიმე პირობებში და რომლის წინაშეც ჩვენ ვართ ვალში. ეს არიან რუსული აგრესიის მსხვერპილი და ქართული სახელმწიფოს სახე, ფასდება იმითი როგორ ვზრუნავთ რუსული აგრესიის მსვერპლზე’’ – განაცხადა დავით ბაქრაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად