ბაქრაძე: პროკურორმა თადუმაძემ მოამზადა სარჩელი და წინ დახვდა უზენაესში! დღეს სამარცხვინო “რეკორდი” დამყარდა

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ “ტვ პირველის ” ეთერში, გადაცემაში “ხალხის პოლიტიკაში” განაცხადა.

“კიდევ ერთი ანტირეკორდი დამყარდა საქართველოს სტანდარტის. ადამიანს სასჯელს უსჯი ისე, რომ მის ადვოკატს არ უსმენ და ადვოკატის უფლებას არ აძლევ და სასჯელს უსჯი იმაზე, რაზეც ერთხელ უკვე მოხდილი აქვს სასჯელი. ხელმეორედ აბრუნებ ყოველგვარი საკსაციო ვადების დარღვევით.

და ბოლოს ვინ უსჯის ამას? – პროკურორმა თადუმაძემ მოამზადა ეს სარჩელი როგორც პროკურორმა და შემოიტანა უზენაეს სასამართლოში და თავის მომზადებულ სარჩელს დახვდა წინ და უკვე მოსამართლე თადუმაძემ პროკურორი თადუმაძის სარჩელი დააკმაყოფილა. დღეს კიდევ ერთი სამარცხვინო “რეკორდი” დამყარდა ქვეყანაში ინსტიტუტების ნგრევის და სამართლის ნგრევის”, – განაცხადა დავით ბაქრაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად