ბაქრაძე: პარლამენტში იმაზე მსჯელობდნენ, რა მანძილი უნდა იყოს ძროხებს შორის გზის გადაჭრისას

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, დავით ბაქრაძემ გადაცემა "მთავარში" განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ბევრი ისეთი სახის რეგულაციები მიიღო, რომელმაც ქვეყანას ეკონომიკური ზიანი მიაყენა. 

"ხელისუფლებამ მოახერხა და მიიღო ბევრი სხვადასხვა ტიპის რეგულაცია. ამის კულმინაცია იყო პარლამენტი, სადაც მეხრის კანონს განვიხილავდით. ამ კანონის მიხედვით, თითოეულ ურემს, რომელიც დღეს საქართველოშია, უნდა ჰქონდეს უკან ფარების "სტოპები". არ ვხუმრობ, ეს მართლაც სერიოზული განხილვის თემა იყო. მაინტერესებს, ვინ დაიწყებს დღეს საქართველოში ურმების შემოწმებას, აქვთ თუ არა ე.წ სტოპები. როდესაც მეხრე ნახირს მიერეკება, რამდენი უნდა იყოს მანძილი ძროხებს შორის გზის გადაჭრის დროს. ამ თემაზე მსჯელობა მიდიოდა პარლამენტში. 

ამ თემებზე რეგულაციების შემოტანა აზიანებს ქართულ ეკონომიკას. ძნელი წარმოსადგენია, ვინ უნდა აკონტროლოს მეხრე და ვინ უნდა ზომოს მანძილი ძროხებს შორის გზაზე გადასვლის დროს. როგორ უნდა დააჯარიმო შემდეგ ის მეხრე, თუ მანძილი 7 მეტრის მაგივრად ორ ძროხას შორის 5 მეტრნახევარია",- განაცხადა ბაქრაძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად