ბაქრაძე: 20 ივნისის შემდეგ, “ოცნებას” დემოკრატიაზე საკეკლუცო არაფერი აქვს!

“ეს კეკლუცობა რომ ჩვენ, გვიჭირს ეკონომიკურად და არიქა დემოკრატიით გავაოცებთ მსოფლიოს, მოდი 20 ივნისის შემდეგ, ეს კეკლუცობა გვერდზე გადავდოთ”,- ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, დავით ბაქრაძემ “360 გრადუსში” საუბრისას განაცხადა.

“გამოხატვის და დემოკრატიის თაობაზე თავის მოწონება დასრულდა 20 ივნისს, ამის შემდეგ თავის მოსაწონებელი და საკეკლუცო “ქართულ ოცნებას” არაფერი აქვს.

გარდა იმისა რაც 20 ივნისს მოხდა, კიდევ უარესია რაც დღეს ხდება, როდესაც პატარა გოგოს, მაკო გომურს რომელსაც თვალი გამოთხარეს დაზარალებულის სტატუსს არ აძლევენ. რა სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ?! სირცხვილია, სამარცხვინოა მათი ეს განცხადება, ადამიანმა თვალი დაკარგა, რა სამართლიანი საფუძველი უნდა ჰქონდეთ, თავი უნდა მოჭრას მაინც და მაინც ვიღაცას, დაზარალებულად რომ გამოცხადდეს?”,-ამბობს დავით ბაქრაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად