ბაქრაძე: “ოცნებამ” თუ ვერ გაიგო რა უთხრა პომპეომ, მაშინ სერიოზული პრობლემები ჰქონიათ

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ “ტვ პირველის” ეთერში მაიკ პომპეოს განცხადების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

“კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა. ერთია რაზე ისაუბრებენ საჯარო პოლემიკაში, საჯარო პოლემიკაში შეიძლება თქვა აბსოლუტურად განსხვავებული რამ რასაც ფიქრობ. მეორეა, თუ მართლა ვერ გაიგეს რა უთხრა პომპეომ აი მაშინ ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონია “ოცნების” ხელისუფლებას და ეს პრობლემები ძალიან მალე გამოჩნდება”,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა რომ აუცილებლობას ქვეყანაში სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისა და დემოკრატიის ფარგლებში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა. ასევე პომეპომ განაცხადა რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტი მალე დასრულდება, რითაც გაძლიერდება საქართველოს ურთიერთობა თავისუფალ ეკონომიკურ სივრცეებთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...