ბაქრაძე: “ოცნებამ” იცის თბილისს წააგებს, ეშინია და მათი გეგმაა, რომ თბილისში 5 მაჟორიტარი დატოვონ

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

“ქართული ოცნების” გეგმაა, რომ თბილისში დარჩეს 5 მაჟორიტარი. იმიტომ, რომ იციან თბილისს წააგებენ და ეშინიათ თბილისის. 5 მაჟორიტარი თბილისში არასდროს არ ჰყოლია. თბილისში იქნება 250 000-იანი ოლქები და სადღაც რაიონში 20 000-იანი ოლქები. ეს არის მათი მოგონილი 40 მაჟორიტარის სისტემა და ამაზე დავთანხმდეთ და თვალი დავიბრმავოთ?!

ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური დევნისა და პოლიტპატიმრების თემა. უგულავას დაპატიმრებით შუა მოლაპარაკებების დროს თვითონ ქართულმა ოცნებამ შემოიტანა ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი – პოლიტიკური დევნისა და პოლიტპატიმრების ელემენტი და ეს ორი საკითხი ამიტომ განიხილება ერთ ფორმატში”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად