ბაქრაძე: “ოცნება” ანთებული ასანთით დადის და მზად არის ქვეყანა გადაწვას

ანთებული ასანთით დადის და მზად არის ქვეყანა გადაწვას, ოღონდ კი შეინარჩუნოს ძალაუფლება, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ “ტვ პირველის” გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

მისი თქმით, ამას ოპოზიცია მშვიდობიან აქციებს დაუპირისპირებს.

“რასაც ბოლო დღეებში ვხედავთ, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი და როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა გამოიყენოს ის ბოლო საშუალება, რომელსაც იყენებენ ხოლმე ავტორიტარული რეჟიმები. ასეთი რეჟიმები გვახსოვს უკრაინაში იანუკოვიჩის სახით, ასეთი რეჟიმი გვახსოვს აჭარაში ადგილობრივი ფეოდალის ასლან აბაშიძის სახით. ასე, რომ რაც ხდება, ეს ახალი არ არის. თუმცა, ისიც კარგად გვახსოვს როგორ დამთავრდა იანუკოვიჩის და აბაშიძის რეჟიმი. ამიტომ ჩვენი ტაქტიკა იქნება მშვიდობია და არაძალადობრივი.

ვხედავთ, რომ ანთებული ასანთით დადის და მზად არის ქვეყანა გადაწვას, ოღონდ კი შეინარჩუნოს ძალაუფლება. ჩვენ ხომ არავის დამხობას და ჩამოგდებას არ ვითხოვთ, სამართლიან არჩევნებს ვითხოვთ, რაც ისე აშინებს, რომ მზად არის წავიდეს დაპირისპირებაზე და ძალადობაზე”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად