ბაქრაძე: მოვუწოდებ ხელისუფლებას, ჩამოვიდნენ და ნახონ, როგორ უნადგურდება მოსახლეობას ვაშლის მოსავალი

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ გორის რაიონის სოფელ ზეღულეთში მოსახლეობას შეხვდის შემდეგ განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, სოფელ ზეღულეთის მაცხოვრებლებს სარწყავი წყლის პრობლემა აწუხებთ. მათ არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ და როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს ვაშლის მოსავალი უწყლობის გამო სრულიად განადგურებულია და ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ ჩამოვიდნენ და ადგილზე გაეცნონ იმ პრობლემებს რაც სოფელ ზეღულეთის მოსახლეობას აწუხებს და რაც მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.


„ერთადერთი შემოსავალი ამ რაიონის და ამ სოფლის მაცხოვრებლებისთვის არის მათი ბაღები და ვაშლის მოსავალი და აქვთ უზარმაზარი პრობლემა. ეს არის უწყლობა და პრობლემას აღრმავებს ისიც, რომ დგას უსამართლობის ოპრობლემაც რადგან აქვე, გვერდზე ადგილობრივი დეპუტატის ბაღს წყალი მიეწოდება. ანუ გამოდის ისე, რომ ერთიდაიგივე ტერიტორიაზე ადგილობრივი დეპუტატის ბაღი არის პრივილეგირებულ ვითარებაში და ირწყვება და სოფლის ჩვეულებრივი მოსახლეობა საერთოდ უპატრონოდ და მიუხედავად არის განწირული და დატოვებული. აი ეს არის ამ პრობლემის ანატომია – უწყლობა, უყურადღებობა და ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ საკუთარ ჯიბეში და საკუთარ ინტერესზე ზრუნვა. ამიტომ ამ ადამიანებს ჭირდებათ მიხედვა, ჭირდებათ გვერდში დგომა, იმიტომ, რომ მთავარი შემოსავალი და ერთადერთი შემოსავალი ამ ადამიანების არის ვაშლი. როდესაც საუბრობს ჩვენი ხელისუფლება, რომ სოფელი ფეხზე დააყენა და მიხედა მე მოვუწოდებ მათ ჩამოვიდნენ და ნახონ რა მდგომარეობაშია ადგილობრივი მოსახლეობა. როგორ უჭირთ ადამიანებს და როგორ უნადგურდებათ ერთადერთი შემოსავალი მხოლოდ იმის გამო, რომ რაიონში არის სრული უყურადღებობა, უპატრონობა და არავის არ აწუხებს რიგითი ადამიანის პრობლემა.“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...