ბაქრაძე: ივანიშვილის რეჟიმმა დაგვაბრუნა ქვეყანაში სადაც ადამიანებს ესვრიან და აფეთქებენ მანქანებში

,,ივანიშვილის რეჟიმმა დაგვაბრუნა ქვეყანაში, სადაც ადამიანებს დღისით-მზისით ცხრილავენ შუა ქუჩაში. ესვრიან და აფეთქებენ მანქანებში. ამ ხელისუფლების დამთავრება აღარ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური გემოვნების საკითხი,“ განაცხადა დავით ბაქრაძემ ,,რუსთავი 2“ის ეთერში.

ბაქრაძის განცხადებით, ქვეყანაში კრიმინალური გარემოს შექმნაზე ხელსუფლებაა პასუხისმგებელი.

,,ჩვენი თანამოქალაქეები ხიფათში ჩააგდო ხელისუფლებამ. ფაქტი ერთია. დღეს შეიქმნა ისეთი კლიმატი, რომ ადამიანებს აფეთქებენ მანქანებში. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ ფაქტი, როდესაც ცნობილ პოლიტიკურ ფიგურას შეხვედრაზე ესროლეს 3 ტყვია. დღეს ჩვენ ვნახეთ პარლამენტის დეპუტატს როგორ აფეთქებენ მანქანაში. ამიტომ ამ ხელისუფლების დამთავრება ამ მარაზმის, რაც ყოველდღე გვესმის ფარული ჩანაწერები, ცილისწამებები, გადაბრალებები. ვითომ რევოლუციური სცენარები. ამის დასრულება უკავშირდება, ჩვენი თითოეული მოქალაქის სიმშვიდეს და დაცულობას,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...