ბაქრაძე: გლეხებს რეალურად დავეხმარებით, და არა ტყუილებით, როგორც ეს “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა

ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ, საგარეჯოს რაიონში, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

"ჩემი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის ერთ-ერთი ამოცანა იქნება ჩემს საპარლამენტი გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მივხედოთ სოფელს და რეალურად და არა მხოლოდ სიტყვებით, არამხოლოდ დაპირებებითა და ტყუილებით როგორც ეს გააკეთა "ქართულმა ოცნებამ", არამედ რეალურად დავეხმაროთ გლეხს, დავეხმაროთ ნორმალური აგროდაზღვევით, სადაც სახელმწიფო იქნება მოანაწილე, რომ გლეხს ზარალი აუნაზღაურდეს, დავეხმაროთ ნორმლაური ქიმიკატებით , სადაც გლეხს აღარ გაუნადგურდება ვენახი უხარისხო წამლის გამო და დავეხმაროთ ასევე დაფინანსებითაც"- განაცხადა ბაქრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად