ბაქრაძე: დიალოგისთვის მზად ვართ, თუ “ოცნება” თავისი გაფუჭებული საქმის გამოსასწორებლად კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს

დიალოგისთვის მზად ვართ, თუ “ოცნება” თავისი გაფუჭებული საქმის გამოსასწორებლად კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ “ტვ პირველს” განუცხხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ეს კონკრეტული ნაბიჯები, რასაც ქართული ოცნება იყენებს, ეს სპეცრაზმი და ძალაა.

“დიალოგის დაწყება ნიშნავს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, ჯერჯერობით კონკრეტული ნაბიჯები, რასაც ვხედავთ ქართული ოცნების მხრიდან, ეს არის სპეცრაზმი, ძალა და უგულებელყოფა და დახურული საარჩევნო სისტემა. არა თუ 2020-ში არ ჩაგვიტარებენ სამართლიან არჩევნებს, არამედ თურმე პლებისციტს ჩაგვიტარებენ, რომლითაც თურმე 2024-შიც გაგვიუქმონ. ამ პროცესზე ან რა პროცესია წარმოუდგენია. ეს პროცესი ქართულმა ოცნებამ გადაიტანა ქუჩაში. ამას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯები, იქნება ეს ნაბიჯები? აქვე ვადასტურებ, რომ მზად ვართ დიალოგისთვისაც და პარლამენტში დაბრუნებისთვისაც, ოღონდ კონკრეტული ნაბიჯების  შემდეგ, რაც უნდა ეხებოდეს იმას, რაც მან გააფუჭა.

ეს კრიზისი შექმნა ქართული ოცნების ტყუილმა, ამიტომ ამ კრიზისზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. რაც შეეხება, ოპოზიციის პასუხისმგებლობას, დიახ – “ოცნება”, რომელიც ხალხს ყურს არ უგდებს და გამოსავალს არ ეძებს და ოპოზიცია, რომელმაც კონკრეტული გამოსავალი შევთავაზეთ გერმანული მოდელის სახით. გერმანული მოდელი უკვე დათმობაა ოპოზიციის მხრიდან, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ მათივე არ ჩაგდებული პროპორციული სისტემის აღდგენაზე. კი ბატონო, დავხუჭოთ თვალი იმ ზღაპარზე, რომ 113 ხმა არ აქვთ, ვნახეთ გუშინ, რომ ეს ე.წ. მეამბოხეები დააწინაურეს და თანამდებობებს ინაწილებენ. ჩვენ გადავდგით ნაბიჯი და შევთავაზეთ კომპრომისული ვარიანტი, რომელსაც 76 ხმით მიიღებენ. ჩვენ გავლილი გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა. ჩვენ ვართ”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნება და პოლიტიკურ პროცესსა და დიალოგში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად