ბაქრაძე: დღეს რაც მოვისმინეთ “ქართული ოცნების” მხრიდან იყო პოლიტიკური ვაბანკი

ასე შეაფასა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადება 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით.

დავით ბაქრაძის თქმით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ კორონავირუსის პანდემიამ საკმარისად გადაიტანა მოსახლეობის ყურადღება:

“დღეს რაც მოვისმინეთ “ქართული ოცნების მხრიდან იყო პოლიტიკური ვა ბანკი. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ კორონავირუსის პანდემიამ საკმარისად გადაიტანა მოსახლეობის ყურადღება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ პოლიტიკის თემიდან და ის საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ასეთი ღია ფორმით, პირდაპირ დაარღვიოს 8 მარტს მიღწეული შეთანხმება. რაც შეეხება რა მოხდა 8 მარტს.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს ელჩები საკუთარი განცხადებით კიდევ ერთხელ განმარტავენ თუ რაზე იყო შეთანხმება, მაგრამ საზოგადოებას შევახსენებ, რომ ეს ერთხელ უკვე მოხდა.”-ამბობს ბაქრაძე.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” 8 მარტს დადებულ შეთანხმებას ზედმიწევნით ასრულებს. როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც 8 მარტს პოლიტიკურმა პარტიებმა ელჩების თანდასწრებით პოლიტიკური შეთანხმება გააფორმეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად