ბაქრაძე: დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად გააზრებულად მოქმედებს ერთიანი ოპოზიცია

“დღეს გამოჩნდა, რომ ეს არის ღირებულებითი ერთიანობა, რომლის ამოცანაა ქვეყნის წინ წაყვანა და იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ხალხს აწუხებს”

ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.

„ევროპული საქართველო“ სიამოვნებით უერთდება ამ შეთანხმებას, რომელიც არის ქვეყანაში თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლოს და ღირსეული და თავისუფალი ბიზნესის შესაქმნელად“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისათვის: დღეს 20-მდე ოპოზიციურმა პარტიამ სასამართლო რეფორმის თაობაზე მემორანდუმი გააფორმა.

პარტიები შეთანხმდნენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” დამარცხების შემდეგ, სასამართლო სისტემის რეალური დამოუკიდებლობის მისაღწევად და მისდამი ნდობის სწრაფად გაჩენის მიზნით, რეფორმებს განახორციელებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად