ბაქრაძე: ჩვენს საელჩოს აქტიური თანამშრომლობა აქვს აშშ-ის გარდამავალი გუნდის ორივე მხარესთან

"ჩვენ საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი გაგვაჩნია ამერიკაში და ვმუშაობთ ამ კუთხით. ეს არის თავდაცვისა და უშიშროების ფარგლებში, ახალი დღის წესრიგი. საქართველოს თავდაცვისა და მზაობის პროგრამა, რომლის მხადრაჭერა ამერიკის ახალ ბიუჯეტშიც გათვალისწინებულია,“ – განაცხადა საქართველოს ელჩმა ამერიკაში დავით ბაქრაძემ ,,tv პირველის“ ეთერში.

მისივე განცხადებით, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები აქრტიურად მუშაობენ ამერიკაში, გარდამავლაი გუნდის ორივე მხარესთან და ყველა საკითხი ცნობილი და მხარდაჭერილია მათ მიერ. 
"ჩვენს საელჩოს აქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა გარდამავალი გუნდის ორივე მხარესთან. საქართველოს საკითხი ძალიან კარგად არის ცნობილი, არამარტო მოქმედი ოფიციალური პირებისთვის, მათთვისაც ვინც ამ თემას გადასცემს ახალ ადმინისტრაციას. ჩვენ გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებები, რომელიც უკვე ფორმალიზებულია და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის დონეზეა აყვანილი. ეს ურთიერთობა და თანამშრომლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ოფიციალური პირებით ან ამ საკითხზე მომუშავე ექსპერტებით. ეს არის სახელმწიფოთა შორის ფორმალიზებული პაკეტი, რომლის ფარგლებშიც იმართება შეხვედრები", – განაცხადა საქართველოს ელჩმა ამერიკაში დავით ბაქრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად