ბაქრაძე: ჩვენი ამოცანა არავის დასჯა არაა, არ ვადგენთ შურისსაძიებელი ადამიანების სიას

ჩვენი პოლიტიკური განაცხადია, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას არ უნდა მოჰყვეს შურისძიება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

“ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მომავალ წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რაც აუცილებლად მოხდება, არ ემუქრებათ ხიფათი, არასტაბილურობა და შურისძიების ახალი ტალღა, როგორც იყო 2012 წელს.

ჩვენ არ ვადგენთ შურისსაძიებელი ადამიანების სიას, იმ ადამიანების სიას, ვინც უნდა დაისაჯოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. არავის დასჯა არაა ჩვენი ამოცანა”,-ამბობს ბაქრაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად