ბაქრაძე 8 მარტის შეთანხმებაზე: გვარებზეც იყო საუბარი და იმაზეც როგორ უნდა მომხდარიყო რეაგირება

გვარებზეც და იყო საუბარი და იმაზეც როგორ უნდა მომხდარიყო რეაგირება, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ “ტვ პირველის” გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” ისაუბრა.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი განმარტავს, რატომ ვერ ჩაიწერა დოკუმენტში გვარები.

“იყო საუბარი სახელებზე და გვარებზეც და იყო საუბარი, როგორ უნდა მომხდარიყო რეაგირება, რაც შემდეგ ტექსტშია ასახული. რაც შეეხება გვარებს, რომლითაც სპეკულირებს “ოცნება”, ის ვერ ეწერება მარტივი მიზეზის გამო, რადგან პრინციპზეა საუბარი, რომ დევნა უნდა შეწყდეს და გვარი როგორ უნდა ჩაწერო?! ვთქვათ ჩაწერე, რომ უგულავა უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა, მაგრამ ამასობაში ოქრუაშვილს რომ მიუსაჯეს და ისიც შესაწყალებელია, მერე ხომ არ ჩაამატებ განცხადებაში, რომ ამასობაში ოქრუაშვილიც შესაწყალებელი გახდაო. ამას ელჩები არ იზამენ და ლოგიკით მივყვეთ, რატომ არ წერია – დღეს რომ უგულავა ოქრუაშვილი და რურუაა, ხვალ რომ დათო ბაქრაძე დაიჭირონ, ზეგ რომ ვახო სანაია დაიჭირონ, მაზეგ რომ ავთო წერეთელი დაიჭირონ? მთელ საქართველოს ხომ ვერ ჩამოთვლი?” – აცხადებს დავით ბაქრაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად