ბაქრაძე: 5 წუთით რომ დამნიშნონ პრემიერად , 5 წუთში გავზრდი პენსიას 50 ლარით!

"ვიღაცამ ახლა დღეს, რომ მითხრას შენ, 5 წუთით გნიშნავ პრემიერად, აბა შედი და გაზარდე. 5 წუთში გავზრდი პენსიას 50 ლარით",-ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

"შემოსავალზე უნდა იყოს სოციალური და არა  ქონებაზე. დიდი ფილოსოფია კი არუნდა ამას. მარტივი ცვლილებაა და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი დაპირება. სოციალურების სისტემის შეცვლა და  იმ მოხსნილი ოჯახებისთვის დაბრუნება.

ისევე, როგორც პენსია. პენსიის  წელსვე 50 ლარით გაზრდა. 50 ლარს რატომ ვამბობ? ეს არის ის რაც არის გათვლილი და რეალური. მე არ მიყვარს ისეთი დაპირება, რომ იძახი და ვერ აკეთებ. ვიღაცამ ახლა  დღეს, რომ მითხრას შენ, 5 წუთით გნიშნავ პრემიერად, აბა შედი და გაზარდე. 5 წუთში გავზრდი პენსიას 50 ლარით. იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი რას უნდა მოაკლო, რას უნდა და გადაანაცვლო, რომ პენსია და სოციალური აღადგინო ეგ ვიცი ზუსტად. 

500 ლარი რომ გითხრათ, 500 ჯობია 50 ლარს, მაგრამ ამას ვერ გავაკეთბ, ვერ შეგპირდებით, 50 ვიცი. ამიტომ ეს კონკრეტული თემები კონკრეტული საკითხები, სოციალურები, პენსია, სამსახური, პირობების გაუმჯობესება, იგივე თურქეთში, უცხოეთში მიმავალი ხალხისთვის ეს ყველაფერი არის კონკრეტული თემები ხალხო და ყველა პოლიტიკა თუ არ დადის კონკრეტულ თემებამდე არის ცუდი პოლიტიკა.

ამიტომ არ გელაპარაკებით მე დღეს საგარეო პოლიტიკაზე. პრეზიდენტის მთავარი საქმეა საგარეო პოლიტიკა, ხალხო , მაგრამ არ გელაპარაკებით არაფერს. არც ნატოზე არც ევროკავშირზე, არც საგარეო პოლიტიკაზე არ გელაპარაკებით. ეს ჩემი საქმეა ვიცი და გავაკეთებ.

თქვენი საქმე იცით რა არის და რაზე გელაპარაკებით? საგაერო და დიდი პოლიტიკური მსოფლიოდან, როგორ ჩამოვიდეთ კონკრეტულად თქვენს გაჭირვებამე , თქვენ საჭიროებამდე. ამიტომ გელაპრაკებით ამ თემაზე, თქვენ საჭიროებებზე, რა უნდა გავაკეთოთ. სოციალურზე, პენსიაზე, სამსახურზე და ასე შემდეგ. ამაზე გელაპაკარებით და არა დიდ პოლიტიკაზე",-განაცხადა ბაქრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად