ბაქოში, ევროპულ თამაშებზე ჩასულ ავსტრიელ სპორტსმენებს ავტობუსმა გადაუარა (ვიდეო)

ბაქოში, ევროპულ თამაშებზე ჩასულ ავსტრიელ სპორტსმენებს, ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე სეირნობისას ავტობუსი დაეჯახა. ამის შესახებ შეჯიბრების საორგანიზაციო კომიტეტის პრესსამსახური იუწყება.

სინქრონული მოცურავე ვანესა სახინოვიჩი სასწრაფოდ ავსტრიაში დააბრუნეს. მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს მიღებული. ვენაში დაბრუნდა მოცურავე ლუნა პაიერი. კიდევ ერთმა სპორტსმენმა გოგონამ ვერენა ბრეიტმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, ბაქოში დარჩა და შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებს.

განცხადება ავსტრიის ოლიმპიურმა კომიტეტმაც გაავრცელა: „შოკში ვართ მომხდარის გამო. ჩვენი ნაკრების სინქრონულ მოცურავეთა გუნდის წევრ 3 გოგონას ტროტუარზე სეირნობისას ავტობუსმა გადაუარა. ინციდენტი დღეს დილას მოხდა“.

„ჩვენ ყველა საჭირო ზომა უკვე მივიღეთ“ – განაცხადა ავსტრიის ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა პიტერ მენელმა.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად