ბაქოს ქუჩებში გამოსული ათასობით ადამიანი პატივს მიაგებს დაღუპულებს და მხარდაჭერას უცხადებს აზერბაიჯანის არმიას (ვიდეო)

აზებაიჯანის მედია აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სამხედრო დაპირისპირებისას დაღუპული აზერბაიჯანელების პატივისცემის ნიშნად და აზერბაიჯანის არმიის მხარდასაჭერად ბაქოს ქუჩებში გამართული მრავალათასიანი დემონსტრაციების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ბაქოში, პარლამენტის პროსპექტზე, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის შენობის წინ მიმდინარე მიტინგის ათასობით მონაწილემ პატივი მიაგო აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარის თოვრუზის მონაკვეთზე სამხედრო დაპირისპირების დროს დაღუპულ აზებაიჯანელ სამხედროებს და მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანის არმიას.
 

დემონსტრაციის მიმდინარეობისა განუწყვეტლივ გაისმოდა შეძახილები: “ყარაბახი!”, “შეხიდები არ კვდებიან!”, “სამშობლო განუყოფელია!”

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის თოვრუზის მონაკვეთზე აზერბაიჯანის და სომხეთის სამხედროების დაპირისპირების შედეგად, ოფიციალური მონაცემების თანახმად, დაღუპულია 1 მშვიდობიანი მოქალაქე და 15 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, 11 აზერბაიჯანის მხრიდან.

https://ipress.ge/new/azerbaijanis-da-somkhethis-jarebs-shoris-shetakebis-shedegad-daghupultha-ritskhvi-16-mde-gaizarda/

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად