ბაქოს გრან სლემზე, ლაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრან სლემზე, ლაშა შავდათუაშვილი (073 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ნახევარფინალში, ქართველი ძიუდოისტი, მონღოლ ოდიბაიარ განბაატართან დამარცხდა, რომელთანაც, დიუსელდორფის გრან-პრის ფინალი წააგო. სამწუხაროდ, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მონღოლთან რევანში ვერ მოახერხა, თუმცა, მედლისთვის ბრძოლაში, მასპინძელ რუსტამ ოურჯოვთან იჭიდავებს.

ამავე წონით კატეგორიაში, ომარ ნიაზაშვილმა სტარტზე მოიგო, შემდეგ კი დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. 

-81 კგ კატეგორიაში, გიორგი პაპუნაშვილი რეპეშაში დამარცხდა, კირაკოზაშვილმა კი სტარტზე წააგო. ბაქოს გრანსლემის პირველ სათამაშო დღეს, 66 კგ წონით კატეგორიაში, ლაშა გიუნაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...