ბაქოს გრან პრიზე ძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბაქოში ამ წუთებში გრან პრიზე 36 ქვეყნის 212 პარაძიუდოისტთა (150 კაცი და 62 ქალი) ასპარეზობა დასრულდა.

დღეს 90-100 და +100 კგ წონითი კატეგორიებში მედლებისვის ბრძოლაში ჩაბმულ სპორტსმენთა შორის საქართველოს ნაკრების ორი წარმომადგენელი ასპარეზობდა.

90კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ კირკიტაძემ ირანელ ვაჰიდ ნურთან წააგო ორთაბრძოლა, რეპეშაჟში გადაინაცვლა და იქ ფრანგ ჰელიოს ლატჩუმანაიასთან დათმო შეხვედრა და ბრძძოლას გამოეთიშა

100 კგ წონით კატეგორიაში რევაზ ჩიკოიძემ პირველ შერხვედრაში ერაყელ გერაჰ ალბორს 25 წამში სძლია იპონით, ნახევარფინალში გასასვლელ შეხვედრაში კი ირანელ მოჰამედრეზა ჰაიროლაზადენთან შიდოებით დამარცხდა.

რეპეშაჟში გადასულმა რევაზ ჩიკოიძემ იორდანი ფერნანდეს სასტრე 1 წუთსა და 5 წამზე დაამარცხა იპონით, შემდეგ კი მასპინძელ ილჰამ ზაკიევთან დაძაბულ ბრძოლაში, ოქროს დროის მესამე წუთზე ვაზარი აიღო, გაიმარჯვა და ბაქოს გრან პრის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

შეგახსენებთ, რომ ბაქოს გრან პრიზე კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი გახდა მედლის მფლობელი – 66 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი გიორგი ქალდანს ხვდა წილად.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...